ახალი ამბები

საქალაქოს თავმჯდომარე მშვენიერაძე სააპელაციოს საგამოძიებო კოლეგიაში დააწინაურეს

23 ნოემბერი, 2019 • 1948
საქალაქოს თავმჯდომარე მშვენიერაძე სააპელაციოს საგამოძიებო კოლეგიაში დააწინაურეს

22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძე დააწინაურა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში დანიშნა მოსამართლედ.

იგი 2017 წლიდან იკავებდა ამ თანამდებობას საქალაქო სასამართლოში. პარალელურად, რჩება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

22 ნოემბერს საბჭომ სხვა მოსამართლეები ასე განაწესა:

  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა – ინგა კვაჭანტირაძე, გია ბერაია
  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა – სიმონ ჩხაიძე, ეკა ყანჩელი, შორენა წიქარიძე
  • ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა – თეიმურაზ სიხარულიძე
  • თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია – ლელა მილდენბერგერი
  • თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია – მანანა მესხიშვილი, მაია კუთხაშვილი, ხათუნა ნადიბაიძე
  • თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია – ზვიად შარაძე
  • ფოთის საქალაქო სასამართლო – დავით კეკენაძე, დავით გელაშვილი;

მასალების გადაბეჭდვის წესი