ახალი ამბები

აჭარა TV-ის დირექტორი მეოთხედაც ვერ აირჩიეს, კენჭისყრა ხელახლა გაიმართება

22 ნოემბერი, 2019 • 1217
აჭარა TV-ის დირექტორი მეოთხედაც ვერ აირჩიეს, კენჭისყრა ხელახლა გაიმართება

აჭარის მაუწყებლის დირექტორი ისევ ვერ აირჩიეს. მრჩეველთა საბჭოს ოთხი წევრიდან ორმა მხარი გიორგი კოხრეიძეს დაუჭირა, ერთი ხმა მაია მერკვილაძემ მიღო, ერთი – ფირუზ ბოლქვაძემ.

მრჩეველთა საბჭო დაახლოებით ნახევარ საათში ისევ შეიკრიბება და ამჯერად მხოლოდ სამი კანდიდატს შორის იქნება კონკურენცია. კანდიდატს მაუწყებლის დირექტორად არჩევისთვის მინიმუმ 3 ხმა სჭირდება.


18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ დირექტორის შესარჩევი კონკურსი გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე ამ დრომდე შეჩერებული იყო მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილებით. გოგა კოხრეიძე მიიჩნევდა, რომ „აჭარის ტელევიზიის“ არჩეული დირექტორი თვითონაა და ამიტომ იჩივლა სასამართლოში.

გიორგი კოხრეიძემ „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორობის პირველ ორ კონკურსში ვერც ერთი ხმა მიიღო, მესამედ გამოცხადებულ კონკურსში კი – 2 ხმა. საბჭომ მესამედ გამოცხადებული კონკურსიც ჩაშლილად გამოაცხადა მრჩეველთა საბჭოს რეგლამენტის საფუძველზე, რომელიც დირექტორის ასარჩევად 2+1 ხმის საჭიროებას ადგენს. გიორგი კოხრეიძე მიიჩნევდა, რომ საბჭოს ერთი წევრი – ბეჟან გობაძე სხდომას ესწრებოდა, როგორც გარედან გარედან მაყურებელი, სხდომაში მონაწილე სამი წევრიდან ორმა კი, მას მხარი დაუჭირა.

სასამართლოს 18 ნოემბრის განჩინების მიხედვით, გიორგი კოხრეიძის სარჩელის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება, სადაც უნდა დადგინდეს, არის თუ არა იგი არჩეული დირექტორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი