ახალი ამბები

ტიტე გედენიძე სასამართლომ სამართალდამრღვევად არ ცნო

22 ნოემბერი, 2019 • 1396
ტიტე გედენიძე სასამართლომ სამართალდამრღვევად არ ცნო

მოძრაობა “შეცვალეს” ქტივისტი ტიტე გედენიძე, რომელიც გუშინ, 21 ნოემბერს, “ქართული ოცნების” ოფისთან პოლიციამ დააკავა, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ ცნო და გაათავისუფლა:

“გუშინ ყველმა ვნახეთ, თუ რა უკანონო ქმედებებს ჰქონდა ადგილი პოლიციელების მხრიდან. მათ დაგვაკავეს არაფრის გამო. უბრალოდ, მათ ხელმძღვანელებს მოუნდათ ჩვენი პროტესტის გამოხატვის აღმოფხვრა. ჩვენ გუშინ ვიდექით ივანიშვილის და “ქართული ოცნების” რეჟიმის გასაპროტესტებლად. 4 წევრი დაგვაკავეს. დარწმუნებული ვარ, ის 3 წევრიც ჩემსავით გათავისუფლდება”, – ამბობს გედენიძე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

გედენიძე და მოძრაობა “შეცვალეს” 3 აქტვისიტი: ნიკა ფარულავა, ოთო შენგელია და ბექა პაპაშვილი გუშინ, 21 ნოემბერს “ქართული ოცნების” ოფისთან დააკავეს.

დანარჩენი სამი დაკავებული აქტვისტის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი