დღეს, 22 ნოემბერს, სოხუმის სანაპიროზე მდებარე კაფეში ოთხს კაცს, მათ შორის კრიმინალურ ავტორიტეტ ასტამურ შამბას ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნეს.
ოთხი დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი მათგანი – კაფეს თანამშრომელი ქალი და კრიმინალური ავტორიტეტი გარდაიცვალა.
ოფიციალური ცნობით, პოლიციას შესაძლო დამნაშავეები ჯერ არ უპოვია.

ადგილი, სადაც 4 კაცი ჩაცხრილეს; ფოტო: ნეტგაზეთი