ახალი ამბები

სახელმწიფო არცერთი ძალის მხრიდან არ დაუშვებს რაიმე არაკონსტიტუციურ ქმედებას – ღარიბაშვილი

22 ნოემბერი, 2019 • 747
სახელმწიფო არცერთი ძალის მხრიდან არ დაუშვებს რაიმე არაკონსტიტუციურ ქმედებას – ღარიბაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 18 ნოემბრის აქციის შემდეგ განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო სტრუქტურები არ დაუშვებენ ქვეყნის სტაბილურობისა და განვითარებისთვის რაიმე სახით ხელის შეშლას:

“ყოველგვარი ზედმეტი ემოციების დახარჯვა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, გრძელვადიან სტაბილურობას და განვითარებას ასეთი დესტრუქციული ფორმით, ასეთი არაკონსტიტუციური მეთოდებით ხელი შეუშალონ”, – განაცხადა აშშ-ში მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა – “რა თქმა უნდა ეს არის სრულიად მიუღებელი, სახელმწიფო არ დაუშვებს არცერთი ძალის მხრიდან რაიმე არაკონსტიტუციურ ქმედებას”.

ღარიბაშვილის თქმით, ის მხარს უჭერს კანონის ფარგლებში აზრის თავისუფალ გამოხატვას, თუმცა ნებისმიეირ ქმედებაზე, რომელიც კანონის ფარგლებს გასცდება, სახელმწიფო მოახდენს რეაგირებას “ძალიან ცივილიზებულად”.

მასალების გადაბეჭდვის წესი