ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები, შესაძლოა, რიგაში ყარაბაღის საკითხზე შეხვდნენ

10 მაისი, 2015 • • 1138
სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები, შესაძლოა, რიგაში ყარაბაღის საკითხზე შეხვდნენ

“მთიანი ყარაბაღის საკითხზე ე.წ. მინსკის პროცესი არსებობს, რომელსაც თანათავმჯდომარეობს საფრანგეთი, რუსეთი და აშშ. ისინი ორგანიზაციას უწევენ ორი ქვეყნის პრეზიდენტებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას”, – განუცხადა წყარომ რია-ნოვოსტის, რომელსაც გამოცემა არ ასახელებს.

 

მისივე თქმით, კონფლიქტის გადაჭრის არსებული ფორმატი არ იცვლება. 

 

“ჩვენ დარწმუნებული ვართ რუსი, ამერიკელი და ფრანგი კოლეგების ძალისხმევაში. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ძალიან რთული საკითხია”, – განუცხადეს რია-ნოვოსტის.


აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა  ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   


მასალების გადაბეჭდვის წესი