ახალი ამბები

ბაიკერები, საბჭოთა სიმბოლიკა და მაღალი რანგის სტუმრები – 9 მაისი მოსკოვში [ფოტო]

10 მაისი, 2015 • 2559
ბაიკერები, საბჭოთა სიმბოლიკა და მაღალი რანგის სტუმრები – 9 მაისი მოსკოვში [ფოტო]

წითელ მოედანზე ათასობით ჯარისკაცმა გაიარა, წარმოდგენილი იყო ახალი სამხედრო ტექნიკა. სამხედრო აღლუმს ბევრი მაღალი რანგის სტუმარი დაესწრო, მათ შორის იყვნენ გაეროს გენერალური მდივანი ბან კი–მუნი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი. დასავლეთის ქვეყნების ლიდერთა უმრავლესობა აღლუმს უკრაინის კონფლიქტში რუსეთის როლის გამო არ დაესწრო.

BBC-ის ცნობით, სტუმართა შორის ასევე იყვნენ ინდოეთის, ეგვიპტის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ცენტრალური აზიის ლიდერები, კუბისა და ვენესუელას პრეზიდენტები.

ვლადიმერ პუტინმა სიტყვით გამოსვლისას პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცების ხსოვნას. გარდა ამისა, მან მადლობა გადაუხადა დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და ამერიკას გამარჯვებაში მათ მიერ შეტანილი წვლილისთვის.

ვლადიმერ პუტინს ფაშიზმზე გამარჯვების დღე არ მიულოცავს უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებისთვის. თუმცა, მან მიულოცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებს.

გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი წითელ მოედანზე. რუსეთი, მოსკოვი. ©EPA 09.05.2015
გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი წითელ მოედანზე. რუსეთი, მოსკოვი. ©EPA 09.05.2015

ვლადიმერ პუტინი და გაეროს გენერალური მდივანი ბან კი–მუნი მიემართებიან წითელ მოედანზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე დასასწრებად. რუსეთი, მოსკოვი. ©EPA 09.05.2015
ვლადიმერ პუტინი და გაეროს გენერალური მდივანი ბან კი–მუნი მიემართებიან წითელ მოედანზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე დასასწრებად. რუსეთი, მოსკოვი. ©EPA 09.05.2015

ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინთან, გაეროს გენერალურ მდივან ბან კი–მუნთან, ვიეტნამის პრეზიდენტთან, ყაზახეთის პრეზიდენტთან,  მონღოლეთის პრეზიდენტთან, ვენესუელას პრეზიდენტთან და მაკედონიის პრეზიდენტთან ერთად. რუსეთი, მოსკოვი. ©EPA 09.05.2015

ამერიკელი მსახიობი სტივენ სიგალი უცქერს აღლუმს წითელ მოედანზე. რუსეთი, მოსკოვი. ©EPA 09.05.2015
ამერიკელი მსახიობი სტივენ სიგალი უცქერს აღლუმს წითელ მოედანზე. რუსეთი, მოსკოვი. ©EPA 09.05.2015

აღლუმი წითელ მოედანზე. რუსეთი, მოსკოვი. ©EPA 09.05.2015
აღლუმი წითელ მოედანზე. რუსეთი, მოსკოვი. ©EPA 09.05.2015

გოგონას ხელში უჭირავს თავისი ნათესავის სურათი, რათა მონაწილეობა მიიღოს
გოგონას ხელში უჭირავს თავისი ნათესავის სურათი, რათა მონაწილეობა მიიღოს ‘უკვდავი პოლკის მარშში’. რუსეთი, მოსკოვი. ©EPA 09.05.2015

‘უკვდავი პოლკის მარშში’ მონაწილეობა ვლადიმერ პუტინმაც მიიღო. რუსეთი, მოსკოვი. ©EPA 09.05.2015

რუსული მოტოკლუბი
რუსული მოტოკლუბი ‘ღამის მგლები’ და მათ ლიდერი ალექსანდრე ზალდასტანოვი შავ–ნარინჯისფერი დროშებით წითელ მოედანზე. რუსეთი, მოსკოვი. ©EPA 09.05.2015

კუბის პრეზიდენტი რაულ კასტრო, აღლუმის შემდეგ დაცვის წევრთან ერთად ტოვებს წითელ მოედანს. რუსეთი, მოსკოვი. ©EPA 09.05.2015
კუბის პრეზიდენტი რაულ კასტრო, აღლუმის შემდეგ დაცვის წევრთან ერთად ტოვებს წითელ მოედანს. რუსეთი, მოსკოვი. ©EPA 09.05.2015

წითელ მოედანზე აღლუმის მონაწილეებს საბჭოთა გამარჯვების აღსანიშნავი დროშა მოაქვთ. რუსეთი, მოსკოვი. ©EPA 09.05.2015
წითელ მოედანზე აღლუმის მონაწილეებს საბჭოთა გამარჯვების აღსანიშნავი დროშა მოაქვთ. რუსეთი, მოსკოვი. ©EPA 09.05.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი