ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გაფრინდაშვილთან დაკავშირებით 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ – გახარია

21 ნოემბერი, 2019 • 1011
გაფრინდაშვილთან დაკავშირებით 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ – გახარია

„გაცნობებთ, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ 24 საათის რეჟიმში. ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და, რა თქმა უნდა, სრულ სინქრონში ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია მსგავს მძიმე სიტუაციაში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესის სპეციფიკურობიდან გამომდინარე ინფორმაციის გავრცელების შესაბამისი სტანდარტები და პირველ რიგში, ეს სტანდარტები უნდა გავითვალისწინოთ ბატონი ვაჟას და მისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე“,- განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 21 ნოემბერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი