ახალი ამბები

ევროკავშირის ელჩი: როგორც ჩანს, კენჭისყრა პარლამენტში იყო პოლარიზაციის სასარგებლოდ

21 ნოემბერი, 2019 • 2029
ევროკავშირის ელჩი: როგორც ჩანს, კენჭისყრა პარლამენტში იყო  პოლარიზაციის სასარგებლოდ

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის შეფასებით, როგორც ჩანს, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა იყო არა პროპორციული სისტემის წინააღმდეგ, არამედ პოლარიზაციის სასარგებლოდ.

“დასანანია ის შედეგი, რაც დადგა  არა იმიტომ, რომ ევროკავშირს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ამა თუ იმ სისტემის სასარგებლოდ, არამედ არსებული პოლიტიკური კონტექსტისა და შექმნილი მოლოდინის გამო. როგორც ჩანს, კენჭიყრა პარლამენტში იყო არა პროპორციული სისტემის წინაღმდეგ, არამედ პოლარიზაციის სასარგებლოდ”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მისი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობა ყველანაირ ღონეს ხმარობს, რომ მხარეებს შორის ნდობა აღდგეს და დიალოგი აწარმოონ. კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ საკითხი დიალოგის ფორმატში დაბრუნდება.

რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, ელჩის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა ეს კონსტიტუციის ჩარჩოებში უნდა დარჩეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი