ახალი ამბები

მეჭიაური: პატრიარქსაც ვაკრიტიკებთ და თუ ქადაგიძე გავაკრიტიკეთ, საგანგაშო არაფერია

9 მაისი, 2015 • • 866
მეჭიაური: პატრიარქსაც ვაკრიტიკებთ და თუ ქადაგიძე გავაკრიტიკეთ, საგანგაშო არაფერია

ამის შესახებ მეჭიაურმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა: 

“მინდა ყურადღება გავამახვილო ლარის კურსზე, რომლის ხშირი ცვლილება დიდწილად საგარეო ფაქტორებითაა გამოწვეული. ამის დასტურია ის, რომ ევროკავშირში ვულუტამ განიცადა დევალვაცია. ჩვენი ოპოზიციაც და უმრავლესობის ნაწილიც ვჯერდებით, რომ შეიძლება უფრო ნაკლები ყოფილიყო ეს პრობლემა, თუ იქნებოდა მთავრობის უკეთესი მუშაობა, ან კიდევ ეროვნული ბანკის. ეს უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ შემოვიტანოთ წინადადება ამ საკითხის კომიტეტის სხდომაზე განხილვის. მე ეს ბევრჯერ განვაცხადე. არ მითქვამს, რომ რომელიმე მხარეა დამნაშავე, მაგრამ მე ჩემი გონივრული ეჭვები მაქვს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ პრობლემის ირგვლივ და თუკი ვინმეს არ ეყოფა კომიტეტის მანდატი ამისთვის, არ გამოვრიცხავ, რომ დავაყენოთ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხიც, რომელიც არსებულ სიტუაციას შეისწავლის.”

 

მეჭიაურის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე ზეწოლა არ ხდება:

 

“მაცნობეს, რომ გამოსულა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ჩვენ ზეწოლაში დაგვადანაშაულა. ასევე განცხადება გააკეთა სავალუტო ფონდის წარმომადგენელმაც იმაზე, თითქოს უმრავლესობა ახორციელებს მათზე ზეწოლას. მსგავსი რამ ჩვენი მხრიდან არასოდეს მომხდარა. ჩვენ პატრიარქს ვაკრიტიკებთ ხოლმე და თუკი ვინმე გავაკრიტიკეთ, ამაში საგანგაშო არაფერია. ამიტომ გავარკვიოთთ ეს ყველაფერი. ვიმსჯელოთ ამ საკითხზე კომიტეტის სხდომის ფარგლებში”. 

 

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის, აზიმ სადიკოვის განცხადებით, ეროვნულ ბანკზე ზეწოლა მიუღებელია და არ შედის ქვეყნის ინტერესებში. 

 

ეს განცხადება სადიკოვმა 2015 წლის 8 მაისს ეროვნულ ბანკში ვიზიტისას გააკეთა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი