ნეტგაზეთი | შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა – Netgazeti
RU | GE  

შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ერთი პირი ყაჩაღურად თავს დაესხა მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სავალუტო ჯიხურს და ჯიხურის თანამშრომელს სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფული მოთხოვა. სავალუტო ჯიხურის თანამშრომელმა თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია.


თავდამსხმელმა სავალუტო ჯხურის თანამშრომლის მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. გასროლის შედეგად მსხვერპლმა ფეხის არეში დაზიანება მიიღო.


სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს და განაიარაღეს. დაჭრილი სავალუტო ჯიხურის თანამშრომელი ამ დროისათვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ნატროშვილი