ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სოკარი საქართველოში კარბამიდის ქარხნის მშენებლობას აჩერებს

8 მაისი, 2015 • • 1360
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სოკარი საქართველოში კარბამიდის ქარხნის მშენებლობას აჩერებს

“ეს მოხდა იმის გამო, რომ ჩვენ არ გამოგვივიდა გარკვეული მოლაპარაკებების დასრულება საქართველოს ხელისუფლებასთან”, – განაცხადა აბდულაევმა. 

 

კარბამიდის წარმოების ქარხნის მშენებლობას ფუნდამენტი 2012 წლის 18 სექტემბერს ჩაეყარა. ოფიციალური ინფორმაციით, ქარხანას ყოველწლიურად 660 ათას ტონა პროდუქცია უნდა ეწარმოებინა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება, “სოკარის” ცნობით, 700 მილიონი აშშ დოლარია. მშენებლობის დასრულება 2016 წლის ბოლოს იგეგმებოდა. ქარხნის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა, ვერა ქობალიამ და “სოკარ ჯორჯია ინვესტმენტის” დირექტორმა, აფგან ისაევმა მოაწერეს. 


ფოტო: trend.az.
ფოტო: trend.az.


 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   
   


მასალების გადაბეჭდვის წესი