„ჩვენ ძალიან გვჭირდება 3 და 4-ვარსკვლავიანი სასტუმროები. კომპანია, რომელზეც ახლა მე ვსაუბრობ, რეგიონების მიმართულებით, 12 რეგიონში 12 სასტუმროს ააშენებს. ეს არის 3 და 4 – ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელი „ბესტ ვესტერნი“, რომელიც ასევე შემოვიდა საქართველოში. ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება ტურიზმის განვითარებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ნიშისთვის, რომელსაც ჩვენ ინტენსიურად ვიზიდავთ”, – აცხადებს მინისტრი.
მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში უკვე შემოვიდნენ ისეთი საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორები, როგორიცაა „რიქსოსი“ ბორჯომში, „პარკინ ბაი რედისონი“ – თბილისში, „მერიოტის“ უფრო დაბალპროფილიანი ქსელი „მოქსი“.
“ასევე 2016 წელს დასრულდება მილენიუმის 220-ნომრიანი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის პროექტი და ასევე ისეთი პროექტები, როგორიცაა “Intercontinental”; “Kempinski”, “Starwood”, Mercure, Hyatt და სხვა”.
როგორც გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, მთლიანობაში მიმდინარე ორ წელიწადში საქართველოს 2182 სასტუმრო ოთახი დაემატება.





