“საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს ინფორმაციით, თურქეთში ფრინველის მაღალპათოგენური გრიპი დაფიქსირდა. შესაბამისად, თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი ფრინველის და მეფრინველეობის პროდუქტების (ხორცი და ხორცპროდუქტები, კვერცხი) იმპორტი შეიზღუდა”, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციითვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და იმპორტიორებს უკვე ეცნობა აღნიშნულის შესახებ.
სურსათის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ კანონით განსაზღვრულ ღონისძიებებს უკვე თურქეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზეც განახორციელებენ.
