ახალი ამბები

ალასანია: რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია

7 მაისი, 2015 •
ალასანია: რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია
ალასანიას თქმით, რუსეთთან პოლიტიკაში გარკვეულ გარღვევებზე საუბარი ნდობის მინიმალური დონის აღდგენის შემდეგ შესაძლებელი იქნება.
 
“თუმცა, ვფიქრობ, უახლოეს დროში ასეთი პროგრესი ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში არ იქნება. უნდა ვკონცენტრირდეთ საქართველოს ტრანზიტულ მომხიბვლელობაზე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე, უფრო ინტენსიური გავხადოთ ისინი. ამასთან, რუსეთთან მუდმივად უნდა ვილაპარაკოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციაზე”.


ირაკლი ალასანიას თქმით, დღეს საქართველოს ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს დაპირისპირება – “განსაკუთრებით სამხედრო”.

 

“გარდა ამისა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რეგიონში ჩნდება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები ირანის შესაძლო ჩართვის გამო. საქართველოს კი, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, აქვს პოტენციალი ცენტრალური აზიიდან ევროპაში. ჩვენ შეგვიძლია ასევე გამოვიყენოთ ჩვენი ტრანზიტული შესაძლებლობები “ჩრდილოეთ-სამხრეთ” კორიდორისთვის. ამ თემატიკით რუსეთთან დიალოგისთვის ახალი პლატფორმები იხსნება”. 

 

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მომავალ არჩევნებზე პარლამენტში პრორუსული ძალები შევიდნენ, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ამბობს:

 

“საქართველოს სახელმწიფოს მთლიანობაში და ქვეყნის სერიოზულ პოლიტიკურ ძალებს სურთ მოსკოვთან ურთიერთობების დარეგულირება. ჩვენ გვჭირდება თანასწორი და კეთილმეზობლური ურთიერთობები. მაგრამ საუბარი საქართველოს ევრაზიულ კავშირში ან სხვა საბჭოური ტიპის ორგანიზაციაში შესვლაზე, არც ერთ ძალას ელექტორულ სარგებელს არ მოუტანს, ასეთი ძალა მარგინალურად იქნება მიჩნეული”.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი