ახალი ამბები

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს დღეს ცხინვალში ელიან

19 ნოემბერი, 2019 • 684
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს დღეს ცხინვალში ელიან

ჟენევის  დისკუსიების მორიგ რაუნდამდე დღის წესრიგის განსახილველად დისკუსიების თანათავმჯდომარეებს დღეს, 19 ნოემბერს ცხინვალში ელიან.

ცხინვალის ინფორმაციით, შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა წნელისის ირგვლივ შექმნილი სიტუაციაა, რომელიც აგვისტოს შემდეგ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ტექნიკური შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემაა.

სოფელ ჩორჩანის მიდამოებში ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნას 2019 წლის აგვისტოში დაძაბულობა მოჰყვა. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი პოსტის დაშლას მოითხოვდა, რაზეც ქართულმა მხარემ უარი თქვა.

უცნობია, განიხილავენ თუ არა ჟენევის დისკუსიების თავმჯდომარეები ცხინვალში, ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაპატიმრების საკითხს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი