ახალი ამბები

სვანეთში ტყე იწვის [ვიდეო]

18 ნოემბერი, 2019 • 4320
სვანეთში ტყე იწვის [ვიდეო]

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ეცერთან ტყის მასივი იწვის. ცეცხლი საკმაოდ დიდ ფართობზეა გავრცელებული და მისი ჩაქრობა ვერ ხერხდება. ხანძარი საუკუნოვან წიწვოვან და ფოთლოვან ტყეს ანადგურებს. სოფელ ეცერში მცხოვრების თქმით, ცეცხლი გუშინ, 17 ნოემბრის საღამოს გაჩნდა.

“ამ დროისთვის რთული ხილვადობის გამო  შეჩერებულია სალიკვიდაციო სამუშაოები.  მთელი ღამის განმავლობაში იქნება მონიტორინგი, ხვალ დილიდან კი გაგრძელდება ჩაქრობა”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” საგანგებო  სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ცნობით, ცეცხლის ჩასაქრობად 45 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. საგანგებო  სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ჯერჯერობით არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, ცეცხლი რამდენ ჰექტარზეა გავრცელებული.

სვანეთში, სოფელ ეცერთან ტყე იწვის

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ეწერთან ტყის მასივი იწვის. ცეცხლი საკმაოდ დიდ ფართობზეა გავრცელებული და მისი ჩაქრობა ვერ ხერხდება.სტატია: https://netgazeti.ge/news/407089/ვიდეო: ლაშა პაკელიანი

Posted by Netgazeti on ორშაბათი, 18 ნოემბერი, 2019

მასალების გადაბეჭდვის წესი