ახალი ამბები

ოპოზიციის წარმომადგენლები დიპკორპუსს ხვდებიან

18 ნოემბერი, 2019 • 664
ოპოზიციის წარმომადგენლები დიპკორპუსს ხვდებიან

ოპოზიციის წარმომადგენლები სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან.

როგორც ოპოზიური პოლიტიკური პარტიების ლიდერები აცხადებენ, ისინი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან სამი დღის წინ დაგეგმილი შეხვედრისთვის ემზადებოდნენ, როდესაც სამართალდამცველებმა პარლამენტთან აქციის დაშლა დაიწყეს.

“ეს არის პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლება, რომელმაც დიალოგზე უარი განაცხადა და სხვა არაფერი დარჩენია, გარდა პოლიციელების ძალის. გვაქვს იმედი, რომ დემოკრატიული სამყარო იქნება საქართველოს გვერდით და მიუხედავად სუპერ არასწორი ქმედებებისა ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობასთან დამოკიდებულებაში, ჩვენ დავრჩებით ამ თანამეგობრობის ღირსეული წევრი. მე დღეს მათ ხელისუფლების მაგივრად მოვუხდი ბოდიშს იმის გამო, რაც მათაც აკადრა “ქართულმა ოცნებამ” და ივანიშვილმა ამ დაპირების უკან წაღებით“, – განაცხადა “შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი