პროგრეს ბანკი 2008 წელს კახა კალაძემ დააფუძნა, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაყიდა და მართვიდან გავიდა. „პროგრეს ბანკის“ 78.21 % საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფ „ვებიონის“ საკუთრება იყო, რომელიც მან კალაძისგან იყიდა. ახლა სწორედ ეს ნაწილი გაიყიდა. დარჩენილი 21.71% ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.
“ამჟამად მიმდინარეობს ოფიციალური გადაფორმების პროცესი. როგორც კი დამთავრდება, მოგაწვდით ინფორმაციას”, – გვითხრეს ბანკში.
