ახალი ამბები

აქციის დაშლის შემდეგ რუსთაველზე დასუფთავების სამსახური გამოჩნდა

18 ნოემბერი, 2019 • 1421
აქციის დაშლის შემდეგ რუსთაველზე დასუფთავების სამსახური გამოჩნდა

სამართალდამცველების მიერ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლისა და კარვების აღების შემდეგ, რუსთაველზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ. ისინი ტერიტორიას ალაგებენ.

პოლიციამ და სპეცრაზმმა პარლამენტთან აქციის დაშლა დაახლოებით 17:00 საათისთვის დაიწყო. დაშლისას მათ გამოიყენეს წყლის ჭავლიც. სამართალდამველებმა ასევე დაშალეს კარვები, რომლებიც პარლამენტის შესასვლელებთან აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა გაშალეს. აქციის დაშლისას დააკავებულია რამდენიმე ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი