ახალი ამბები

“თავისუფლების ინსტიტუტმა” პარლამენტთან კარავი გაშალა

18 ნოემბერი, 2019 •
“თავისუფლების ინსტიტუტმა” პარლამენტთან კარავი გაშალა

“თავისუფლების ინსტიტუტმა” პარლამენტთან კარავი გაშალა. ამის შესახებ ნეტგაზეთს ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრმა სალომე ხვადაგიანმა უთხრა.

“ჩვენ ვუერთდებით აქციის მოთხოვნებს. ეს კარავი საერთაშორისო პარტნიორებთან, ორგანიზაციებთან და მედიასთან ურთიერთობის ფუნქციას შეასრულებს. ჩვენ გვყვავს უცხოელი ჟურნალისტები, რომლებსაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები აინტერესებთ, შესაბამისად, ჩვენ პირდაპირ აქციიდან მათ პრესრელიზებს გავუგზავნით და ინფორმაციას მივაწვდით”,-ამბობს ხვადაგიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი