ახალი ამბები

ქართულ-ამერიკული წვრთნისთვის სამხედრო ტექნიკა ვარნიდან ბათუმში გამოაგზავნეს

5 მაისი, 2015 • • 1250
ქართულ-ამერიკული წვრთნისთვის სამხედრო ტექნიკა ვარნიდან ბათუმში გამოაგზავნეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლება საქართველოში პირველად ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან დაახლოებას, ასევე, ნატოს მომავალ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად.

 

აშშ-ის ჯარის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ამერიკის მხრიდან სწავლებაში აშშ-ის არმიის ჯავშანტრანსპორტიორები „ბრედლი“ და მედესანტეების ასეულები ჩაერთვებიან. სწავლებისთვის საჭირო სამხედრო ტექნიკა ვარნიდან ბათუმში 2 მაისს გამოიგზავნა. 14 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“, ლოგისტიკური უზრუნველყოფის მანქანები და სწავლებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა ბათუმის პორტში ჩამოვა.


„ტვირთის მოძრაობა ბულგარეთიდან, ვარნიდან შავი ზღვის გავლით საქართველოსკენ, ბათუმისკენ, პარტნიორ ქვეყნებს შორის ახალ მარშრუტს გახსნის. თავისუფალი მოძრაობის გაფართოება კიდევ უფრო გაამარტივებს წვრთნების ხელმისაწვდომობას და კრიზისების ოპერაციების დროს სწრაფ რეაგირებას“, – განაცხადა მე-4 თანრიგის უორენტ ოფიცერმა მარკ შავენმა.


ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე ჩატარდება. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეული და სამხედრო პოლიციის ოცეული მიიღებს მონაწილეობას.

ვარნაში გემი იტვირთება სამხედრო ტექნიკით, რომელიც იგზავნება ბათუმში ერთობლივი სამხედრო წვრთნისთვის
ვარნაში გემი იტვირთება სამხედრო ტექნიკით, რომელიც იგზავნება ბათუმში ერთობლივი სამხედრო წვრთნისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი