ახალი ამბები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხანძარი ლოკალიზებულია – საგანგებო.

18 ნოემბერი, 2019 • 882
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხანძარი ლოკალიზებულია – საგანგებო.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში, სოფლებში – სორმონსა და რიონში ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის გავრცელების საფრთხე, მათი ინფორმაციით, აღარ არსებობს.

უწყების ინფორმაციით, ხანარი ჩაის ბუჩქებს გაუჩნდა და ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილე მობილიზებულია 8 ჯგუფი და 50-მდე მეხანძრე-მაშველი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი