ახალი ამბები

კოლეგებს ვამცნე, რომ განსხვავებული პოზიცია მქონდა – უსუფაშვილი პიკეტირებაზე

17 ნოემბერი, 2019 • 1051
კოლეგებს ვამცნე, რომ განსხვავებული პოზიცია მქონდა – უსუფაშვილი პიკეტირებაზე

“შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ პროტესტის ფორმაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. მისივე თქმით, ხელისუფლების ქმედება საზოგადოების მხრიდან პროტესტს იმსახურებს, თუმცა ეს კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს.

“არანაირ განხეთქილება-გამიჯვნასთან საქმე არ გვაქვს. საკონსულტაციო ფორმატში ოპოზიციური ერთობა, რომელიც ამ საკითხებზე მსჯელობს, ძალიან ეფექტური და ერთსულოვანია. ამასთან, შეუძლებელია 35-მდე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს ყველა საკითხზე ერთნაირი შეხედულება ჰქონდეს. აქციების სტრატეგიაზე, ტაქტიკაზე და სხვა ძალიან კონკრეტულ საკითხებზე მე კოლეგებს ვამცნე, რომ განსხვავებული პოზიცია მქონდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამ პროცესში რაიმე ფორმით ჩართული არ ვარ. ვუერთდები და ვარ იმ მოთხოვნების მხარდამჭერი, რომელიც ყველას ერთად გვაქვს”,-ამბობს უსუფაშვილი “ტვ პირველთან”.

“შენების მოძრაობის” ლიდერი “ქართულ ოცნებას” 2009 წელსაც ახსენებს, როცა მისი თქმით, მაშინდელ ოპოზიციას პარლამენტი რამდენიმე თვის განმავლობაში ფაქტობრივად ბლოკირებული ჰქონდა:

“იმ პირსისხლიანი 9 წლის” დროს სამი თვე მთელ რუსთაველზე ვისხედით. პარლამენტის შენობა პრაქტიკულად ბლოკირებული გვქონდა. ამიტომ, როცა ჩვენი ხელისუფლება ედრება ხოლმე ვიღაცებს და ამბობს, რომ ჩვენ მათზე უკეთესები ვართ.. არ ვართ სააკაშვილი. ეს ყველაფერი საქმითაც დაადასტურონ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი