ახალი ამბები

დაპირისპირება პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ქვიშის გამო [ვიდეო]

17 ნოემბერი, 2019 • 1064
დაპირისპირება პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ქვიშის გამო [ვიდეო]

პარლამენტის სიახლოვეს მომიტინგეებსა და პოლიციას შორის სიტუაცია დაიძაბა. ოპოზიციონერი აქტივისტების ცნობით, პოლიციამ გააჩერა მათი ავტომობილი, რომელშიც ქვიშაა მოთავსებული და აქციაზე შესვლის უფლებას არ აძლევს.

მიზეზი, როგორც პოლიციის წარმომადგენლები განმარტავენ, უსაფრთხოებაა. პოლიცია მომიტინგეებს ეუბნება, რომ ტერიტორიაზე შეშის შეტანა შეუძლიათ, მაგრამ ქვიშის – არა.

ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, ქვიშა ადგილზე კარვების მონტაჟისთვის სჭირდებათ. მომიტინგეთა ნაწილს ქვიშა მანქანიდან აქციამდე ხელით მიაქვს. ადგილზე დაპირიპსირებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი