ახალი ამბები

უგულავას ცნობით, პიკეტირების სტრატეგიაზე გუშინ გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ

17 ნოემბერი, 2019 • 950
უგულავას ცნობით, პიკეტირების სტრატეგიაზე გუშინ გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები პიკეტირების სტრატეგიაზე გუშინ, ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ მან ტვ პირველთან ჩართვაში განაცხადა.

“აბსოლუტურად ყველა ინფორმირებული და თანახმა იყო, ვინც იქ იყო, ახლა ვიღაცამ აზრი თუ შეიცვალა, ეს მისი პრობლემაა. ჩვენთვის ეს ჩამოყალიბებული ერთობა მნიშნელოვანია, თუ ვიღაცას რაღაც კომპლექსები აწუხებს, ეს მისი პრობლემაა, შეუძლია პირადად მე შემახოცოს ხელი. აგერ, მე თვითონ დავადე ბოქლომი კარიბჭეს და თუ ვინმეს რამე პრობლემა აქვს, შეუძლია, მოვიდეს…”, – განაცხადა უგულავამ.

“ეს უნდა იყოს ისეთი პიკეტი, რომელიც ხელს არ შეუშლის დაწესებულების ფუნქციონირებას, – იმედის ცნობით, ამის შესახებ მათ ეთერში „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა .

მისი თქმით, სახელმწიფო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირება უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

„მე მხარს ვუჭერ პროტესტის გამოხატვის ყველაზე უკიდურეს კანონიერ ფორმებსაც. ამ უკიდურეს კანონიერ ფორმებში შეიძლება შედიოდეს სახელმწიფო დაწესებულების შენობასთან პიკეტი, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, ეს უნდა იყოს ისეთი პიკეტი, რომელიც ხელს არ შეუშლის დაწესებულების ფუნქციონირებას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა იმედის ინფორმაციით.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეუშლის თუ არა პიკეტირება ხელს ოპოზიციის დიალოგს ხელისუფლებასთან პროპორციული არჩევნების საკითხზე, უგულავამ უპასუხა, რომ ისინი “მატყუარა და გადამგდებ ივანიშვილთან” დიალოგს არ აპირებენ და დაელოდებიან ხელისუფლების ნაბიჯებს მათი მოთხოვნების შესრულების კუთხით.

მასალების გადაბეჭდვის წესი