მთიან ყარაბაღში 3 მაისს გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ხმების უმრავლესობა 47.35% [32 632 ხმა] საპარლამენტო პარტიამ “თავისუფალი სამშობლო” მოიპოვა.
მეორე ადგილზეა პარტია “არწახის დემოკრატიული პარტია” – 19.1%-ით, მესამეზე კი, “დაშნაკცუთიუმი”- 18.81%-ით გავიდა.
გარდა ამ პარტიებისა, მთიანი ყარაბაღის პარლამენტში “მოძრაობა -88” და “ეროვნული აღორძინება” შევლენ.
არჩევნებში მისულ ამომჩეველთა რაოდენობამ 70,6% შეადგინა.
მთიანი ყარაბაღი, საპარლამენტი არჩევნები; ფოტო: მარუტ ვანიანი
ბიოლის ფონდის ლოგო
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.