ახალი ამბები

პატრიოტთა ალიანსის აქცია დასრულდა, დაანონსდა მასშტაბური დემონსტრაცია

17 ნოემბერი, 2019 • 854
პატრიოტთა ალიანსის აქცია დასრულდა, დაანონსდა მასშტაბური დემონსტრაცია

პატრიოტთა ალიანსის აქცია ერთ საათს გაგრძელდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე. ისინი აპროსტეტებდნენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას, თუმცა არ შეუერთდნენ პარლამენტთან მიმდინარე ოპოზიციის აქციას და ცალკე მოითხოვეს საარჩევნო სისტემის ცვლილება.

“ყველა დიდ ქალაქში იქნება აქციები, რომელიც დასრულდება თბილისში, თავისუფლების მოედანზე. მიზანი არის, რომ გავავსოთ თავისუფლების მოედანი”, – განაცხადა დავით თარხან მოურავმა რუსთაველის გამზირზე, ოპერასთან მიმდინარე ალტერნატიულ აქციაზე.  ის ასევე გაემიჯნა ენმ-სა და ევროპულ საქართველოს.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდა მომდევნო აქციისთვის, რომლის თარიღიც ჯერ უცნობია.

პატრიოტთა ალიანსის დღევანდელ აქციას “ქართული მარშიც” შეუერთდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი