ახალი ამბები

პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან

17 ნოემბერი, 2019 • 804
პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან

დაანონსებულ აქციამდე რამდენიმე წუთით ადრე პარლამენთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

პარლამენტთან აქცია 3 საათზე უნდა დაიწყოს. საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან და შენობის წინ მობილიზებულია პოლიციაც.

დღეს, 3 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია, სახელწოდებით “დავიბრუნოთ ქვეყანა” გაიმართება. აქციაზე “ქართული ოცნების” მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროეტის ჩაგდებას გააპროტესტებენ.

“არ ვთმობთ იმას, რაც ჩვენია! ქვეყანას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცა. აღარ ვაპირებთ შევეგუოთ ცირკს, რომელსაც ეკრანებიდან ვუყურებთ.

ჩვენი დასავლელი პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ნეიტრალური ინსტიტუტები – ყველანი აღნიშნავენ, რომ ის, რაც ქვეყანაში ხდება, ნორმალური არ არის და შეაფერხებს ჩვენს განვითარებას.

ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ გადმოკვეთა წითელი ხაზი და პროპორციული არჩევნების მისი სცენარით ჩაგდება არის ის, რის პატიებასაც არ ვაპირებთ!”-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. დღევანდელი აქციას ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი