ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში დღეს, 4 მაისს მივიდა. იქ მას მინდია ჯანელიძე შეხვდა. ყოფილი და მოქმედი თავდაცვის მინისტრების შეხვედრა 15 წუთს გაგრძელდა:
“მე ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და კაშკაშა მაგალითია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულების, ჩვენი ხელისუფლების დემოკრატიულობის, იმის, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის არ არსებობს რაიმე ხელოვნურად შექმნილი ბარიერები. მე მაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული მინისტრობის პერიოდი, პირველ რიგში ქართული ჯარისთვის და, ბუნებრივია, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ როგორც თავდაცვის მინისტრმა შევძლო და ვემსახურო, ერთი მხრივ, ქართველ ჯარისკაცებს და მეორე მხრივ, საქართველოს ყველაზე უფრო მთავარ და მნიშვნელოვან ინტერესებს, რათა იყოს ქვეყანა დაცული, უსაფრთხო. უსაფრთხოება გადის ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებზე და ამ მხრივ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრს შევძლებ”, – განაცხადა ხიდაშელმა.
