ახალი ამბები

სპეცრაზმელი თუ პოლიციელი შემოდის თავისი ეკიპირებით – პარლამენტის პრესსამსახური

17 ნოემბერი, 2019 • 862
სპეცრაზმელი თუ პოლიციელი შემოდის თავისი ეკიპირებით – პარლამენტის პრესსამსახური

პარლამენტის პრესსამსახურში შენობის შიგნით შსს-ს თანამშრომლების ყოფნას ადასტურებენ. როგორც ნეტგაზეთს უწყებაში უთხრეს, პარლამენტში სპეცრაზმელი თუ პოლიციელი საკუთარი ეკიპირებით შედის. ნეტგაზეთის კითხვაზე, არიან თუ არა იარაღიანი პოლიციელები/სპეცრაზმელები შენობაში, პრესსამსახურში პასუხობენ “,არ ვფლობთ ინფორმაციას”.

“პარლამენტის შიდა პერიმეტრზეც და შენობაშიც პოლიციაა მობილიზებული. ეს უკავშირდება უსაფრთხოების დაცვას. ასე იყო წინა თვეებშიც, როცა აქციები იყო დაგეგმილი. შესაბამისად, განსაკუთრებული რეჟიმი, რაც ადრე არ ყოფილა, არ არის. სპეცრაზმელი იქნება ეს თუ პოლიციელი, ის შემოდის თავისი ეკიპირებით. მის ეკიპირებაში რაც შედის, როგორ შეიძლება, რომ შევზღუდოთ. მაგალითად, შემოიტანეთ ჩაფხუტი და არ შემოიტანო სხვა რამ “,-აცხადებენ პრესსამსახურში.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, პარლამენტის შენობაში იარაღი შეიტანეს. არხის ინფორმაციითვე, შსს-ს თანამშრომლებს იარაღი შენობის დერეფნებში აქვთ მიტანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი