“ჩვენ არ ვაპირებთ ინდივიდუალურად რომელიმეს დავუჭიროთ მხარი. ეს არის კლასიკური შემთხვევა, როდესაც ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალები მხარს არ უჭერენ მთავრობას, იმიტომ, რომ არ არიან მთავრობასთან ერთად”, – განაცხადა აბაშიძემ.
მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ პარლამენტში კენჭისყრას აზრი არ აქვს:
“აღმოჩნდა, რომ თურმე პარლამენტში კენჭისყრას მნიშვნელობა არ აქვს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს უპატივცემულობას პარლამენტისადმი, ზოგადად ამ ინსტიტუტისადმი და საზოგადოებისადმი დამოკიდებულებას. დღეს ჩვენ თუ ქუჩაში გავალთ და ვკითხავთ ხალხს, ენდობით თუ არა მთავრობას, ღრმად ვარ დარწმუნებული, საზოგადოების უმრავლესობა იტყვის, რომ არ ენდობა. აქედან გამომდინარე, პარლამენტმა რატომ უნდა გამოუცხადოს ამ მთავრობას ნდობა”, -განაცხადა აბაშიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მაისს გარემოს დაცვის მინისტრის პოსტის დასაკავებლად რესპუბლიკელი გიგლა აგულაშვილის კანდიდატურა წარმოადგინა, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე ლევან ყიფიანს ტარიელ ხეჩიკაშვილი შეცვლის, რომელიც საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” დამფუძნებელია, ხოლო თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი ხდება.





