ახალი ამბები

თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

2 მაისი, 2015 •
თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, კახეთში, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის მოძრაობა შეიზღუდება.

მარათონში მონაწილეთა და სტუმრების ავტომანქანებისათვის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციამ პარკირების ადგილი გამოყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი