ახალი ამბები

“მთავარი არხის” ინფორმაციით, “ოცნების” ოფისში გახარია, წულუკიანი და სხვა ლიდერები მივიდნენ

15 ნოემბერი, 2019 • 1060
“მთავარი არხის” ინფორმაციით, “ოცნების” ოფისში გახარია, წულუკიანი და სხვა ლიდერები მივიდნენ

“მთავარი არხის” ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი  თეა წულუკიანი და პარტიის სხვა ლიდერები მივიდნენ.

ტელეკომპანია ვიდეოკადრებსაც ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ შედის გიორგი გახარია პარტიის ოფისში. “მთავარი არხის” ცნობითვე, პარტიის ოფისში იმყოფება “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც და მთავრობის ლიდერები მასთან მართავენ შეხვედრას.

14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი