ახალი ამბები

მიკროავტობუსისა და მანქანის შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

15 ნოემბერი, 2019 •
მიკროავტობუსისა და მანქანის შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

თბილისში, კლიდიაშვილის ქუჩაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მანქანა შეეჯახნენ. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

როგორც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ნეტგაზეთს უთხრეს, ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი