ახალი ამბები

ვოლსკი: მომავალი კვირიდან კომიტეტებმა ეკონომიკურ გუნდთან უნდა დაიწყონ მუშაობა

3 მაისი, 2015 •
ვოლსკი: მომავალი კვირიდან კომიტეტებმა ეკონომიკურ გუნდთან უნდა დაიწყონ მუშაობა

“ვფიქრობ, რომ უკვე მომავალი კვირიდან ჩვენ სერიოზულად უნდა დავიწყოთ ეკონომიკურ გუნდთან მუშაობა შესაბამისმა კომიტეტებმა- დარგობრივმაც, საფინანსო–საბიუჯუეტო კომიტეტმა, ამ ლარის კურსთან და საერთოდ, იმ ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოდგენილ იქნა სულ ახლახან ეკონომიკური გუნდის მეირ განხილვებისას პარლამენტში,”– ეს განცხადება გია ვოლსკიმ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყების წინ გააკეთა. 

 

მისი განცხადებით, დღევანდელ პოლიტსაბჭოზე მომავალი კვირის გეგმასა და მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების პროცედურაზე იმსჯელებენ.

 

პოლიტსაბჭოს სხდომა “ქართული ოცნების” ოფისში 14:00 საათზე დაიწყო. 

 

ეროვნული ბანკის მიერ 1 მაისის დადგენილი კურსით, ლარი აშშ დოლართან 2.3327 ნიშნულზეა.

 

საქართველოს კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი 2.36 ლარი ღირს. კომერციულ ბანკში 100 დოლარის ყიდვისთვის 236 ლარი დაგჭირდებათ. ეროვნულმა ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი.


მასალების გადაბეჭდვის წესი