ახალი ამბები

“ისაუბრეთ ნაცმოძრაობის სახელით” – კობახიძე ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილს [ვიდეო]

15 ნოემბერი, 2019 • 4551
“ისაუბრეთ ნაცმოძრაობის სახელით” – კობახიძე ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილს [ვიდეო]

“თქვენ ხართ ის პოლიტიკური ძალა, ნინო, რომელსაც საარჩევნო წარმატების რესურსი არ გაქვთ, ამიტომ ცდილობთ პროცესის რადიკალიზაციას. სიმშვიდისკენ მოგიწოდებთ, ნინო”, – ეს განცხადება პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტვ პირველის ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის მისამართით გააკეთა.

საუბრის თემა ჩაგდებულ საარჩევნო რეფორმას უკავშირდებოდა. შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანაავტორი ბიძინა ივანიშვილთან ერთად სწორედ ირაკლი კობახიძეა.

“არც ერთხელ, როცა მე ნაცმოძრაობას კრიტიკულ კითხვებს ვუსვამდი [წარსულში], თქვენ ჩემი რესპონდენტი არ ყოფილხართ, ჰორიზონტზეც  არ ჩანდით”, – უპასუხა ჟიჟლაშვილმა კობახიძეს.

ნახეთ ვიდეო

ამავე თემაზე

https://batumelebi.netgazeti.ge/news/239596/

მასალების გადაბეჭდვის წესი