ტვ პირველის კითხვაზე, რა პოზიცია აქვს მმართველ გუნდს ოპოზიციის გეგმაზე, ჩატარდეს რიგგარეშე პროპორციული არჩევნები, პარლამენტის ყოფილი თავმდჯომარე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს:
„გინდა რიგგარეშე იყოს ეს არჩევნები და გინდა მორიგე, გინდა პროპორციული სისტემით ჩატარდეს და გინდა მაჟორიტარულით, ქართული ოცნება ყველა შემთხვევაში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას“.
„აქედან გამომდინარე, ამას არ აქვს ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა. თუმცა უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ შესაბამისი, 4-წლიანი საარჩევნო ციკლით. თუ რამე განსაკუთრებული გარემოება არ არის, ეს ციკლი არ უნდა შეიცვალოს და მე ვფიქრობ, რომ არანაირი გარემოება არ არის. მით უმეტეს, ერთი წელიც არ არის დარჩენილი საპარლამენტო არჩევნებამდე“, — ახცხადებს კობახიძე.
„მოვუწოდებ ყველას, ამ რადიკალური ქმედებებისა, გადაერთონ საარჩევნო სამზადისზე და მოემზადონ სათანადოდ არჩევნებისთვის“.