ნეტგაზეთის კითხვას, მისი ციტატა, “საკითხი გადაწყვეტილი არ არის”, ნიშნავს თუ არა, რომ ეს თემა განხილვის ეტაპაზეა, დეპუტატი პასუხობს:
“მე ვერ გეტყვით, ჩვენ ვართ პარლამენტში და ვიხილავთ კანონებს. ის, რაც თქვენ ბრძანეთ, არის სხვა პროცესი, რომელიც ხდება თბილისში. ჩვენ ქუთაისში ვართ. თბილისში პრემიერი განიხილავს კანდიდატებს, მათ შორის შესაძლოა იმასაც, რასაც თქვენ ამბობთ და შეიძლება სხვებსაც, მაგრამ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ არ ვიცით. ჩვენც ველოდებით”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მინისტრის პორტფელი შესაძლოა კიდევ ერთ რესპუბლიკელს, გიგლა აგულაშვილს ჩააბარონ, საუბარია გარემოს დაცვის სამინისტროზე. ბერძენიშვილის თქმით, მისი ზემოხსენებული კომენტარი აგულაშვილის საკითხსაც ეხება.





