“დღესაც კი, როდესაც ლარის კურსი განიცდის დევალვაციას, რაც, რა თქმა უნდა, გარკვეულ ხიფათს ქმნის ბიზნესისთვის და ეკონომიკის განვითარებისთვის, ამ შემთხვევაშიც კი სწორი ანალიზი უნდა გაკეთდეს; უნდა ითქვას, რა არის რეალური მიზეზები და კარგი იქნება, თუ თქვენ დაელოდებით არა მარტო ჩემსას, არამედ ექსპერტების შეფასებას,”- ამბობს ივანიშვილი
მისი თქმით, მთავრობას არ აქვს ყველაფრის შესაძლებლობა. მას არ შეუძლია საწვავის ფასზე ან მსგავს პროცესებზე გავლენა მოახდინოს.
“შიდა პროცესებზე ისაუბრეთ, რა უნდა გაეკეთებინათ და რას ვერ აკეთებენ. მარტო მთავრობასაც ნუ მოიხსენიებთ, აქაც ტენდენციურობა იგრძნობა. ეროვნულ ბანკს აქვს დიდი როლი ლარის კურსთან დაკავშირებით. საგანგაშო ნამდვილად არაფერია, თუმცა, რა თქმა უნდა, უკეთესის სურვილი ჩნდება” – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
საქართველოს ეროვნული ბანკის 30 აპრილის მონაცემებით, ერთი დოლარი 2.3093 ლარი ღირს.





