ახალი ამბები

თბილისში ევროპის საინვესტიციო ბანკის ოფისი გაიხსნა

30 აპრილი, 2015 • • 1254
თბილისში ევროპის საინვესტიციო ბანკის ოფისი გაიხსნა

მოლტერერის განცხადებით, საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის გახსნა საკმაოდ მნიშვნელოვანია: “ჩვენ დავინახეთ ევროპული პერსპექტივა და ბიზნესპოტენციალი, ამიტომაც გადავწყვიტეთ ოფისის გახსნა თბილისში. ის არჩევანი და ოფციები, რაც გაგაჩნიათ, არის გაბედული მოძრაობა. ასოცირების ხელშეკრულება საშუალებას გვაძლევს მხარი დავუჭიროთ თქვენს ქვეყანას. ეს არის ნაწილი იმ სტრატეგიისა, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ თქვენზე ვაკეთებთ გათვლას, ვაფასებთ პრინციპებს, ვდგამთ ნაბიჯებს და ვეცდებით, ყველაფერი ვაქციოთ პოზიტიურ ინსტრუმენტად, რათა ევროპული პროგრესი გახდეს თვალშისაცემი ჩვენს ქვეყანაში. ეს შედის საქართველოს მოქალაქეების ინტერესში. გამოიყენეთ ჩვენი ბანკის ოფისის მომსახურება, ჩვენ ვიმყოფებით თქვენს ქვეყანაში, რათა მხარი დაგიჭიროთ და დავაკმაყფილოთ თქვენი მოთხოვნები არა მყისიერად, არამედ რაღაც პერიოდის შემდეგ”.

 

ევროპის საინვესტიციო ბანკთან საქართველო 2007 წლიდან თანამშრომლობს. დღეის მდგომარეობით, ბანკს საქართველოსთვის გამოყოფილი აქვს დაახლოებით 380 მილიონი ევრო, ხოლო კერძო სექტორში საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი 110 მილიონ ევროს შეადგენს.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ბანკის შემოსვლას საქართველოში დიდი მნიშვნელობა აქვს: “ევროპის საინვესტიციო ბანკის ოფისის გახსნა მნიშვნელოვანია, რადგან ის იქნება რეგიონალური ოფისი, რომელიც დაფარავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთს და აზერბაიჯანს. ბანკის ვიცეპრეზიდენტმა გაითვალისწინა ჩვენი მთავრობის თხოვნა და ჩვენ მათთან ერთად ბევრ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ. ქვეყანაში შეიქმნება უფრო მეტი სამუშაო ადგილი, დაეხმარებიან მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას რეგიონში. ბანკი დღესაც აფინანსებს საკმაოდ ბევრ პროექტს საქართველოში, როგორიცაა გზები, წყალმომარაგება და ტურიზმის მიმართულება. დღეს ევროპის საინვესტიციო ბანკთან ურთიერთობა გადის ახალ ეტაპზე, როცა საინვესტიოციო შეთავაზემა მოხდება ოფისში, რომელიც გაიხსნა თბილისში”.

 

„ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი საქართველოს მომავალი განვითარებისთვის, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები ასოცირების ხელმშეკრულების და თავისუფალი სავაჭრო ზონის მიმართულებით.  ზუსტად ეს ინსტიტუტი არის განსაზღვრული იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებს, მათ შორის, სოფლის მეურნეობას, ენერგეტიკის სექტორს, ინფრასტრუქტურას დაეხმაროს, რათა საქართველო გახდეს თავისი ინდუსტრიებითა და ინფრასტრუქტურით ნამდვილად ევროპული ქვეყანა“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი