ახალი ამბები

ჯავახიშვილი: პრემიერ-მინისტრს 2015-2017 წლების მთავრობის სამოქმედო გეგმა აქვს

30 აპრილი, 2015 •
ჯავახიშვილი: პრემიერ-მინისტრს 2015-2017 წლების მთავრობის სამოქმედო გეგმა აქვს

“პრემიერ-მინისტრს მთავრობის 2015-2017 წლების  სამოქმედო გეგმა აქვს. სწორედ ამაზე ისაუბრებს ღარიბაშვილი პარლამენტში მთავრობის წარდგენისას. ეს პროცსი, რაც ახლა მიმდინარეობს, ხელს არ შეუშლის ინფრასტრუქტურილი პროექტების განხორციელებას. ყველა დაგგემილი პროექტი განხორციელდება და აღებული ტემპი შენარჩუნდება”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

 

მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამაც. მას არ დაუკონკრეტებია, თუ ვისი კანდიდატურები განიხილება სპორტისა და გარემოს დაცვის მინისტრების ვაკანტურ თანამდებობებზე:

 

“მნიშვნელოვანია, რომ პროცესი დასრულდეს სწრაფად, რადგან ბევრი მიმდინარე პროგრამა გვაქვს დადგეგმილი. ასევე საერთაშორისო ვიზიტები. ამიტომ მნიშვნელოვანია, მთავრობის დაკომპლექტება დაჩქარდეს. რაც შეეხება სპორტის და გარემოს დაცვის მინისტრების კანდიდატურების საკითხს, ამ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს და ჯერ კონკრეტულ გვარებს ვერ დავასახელებ”, – თქვა დანელიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი