ახალი ამბები

ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ საკმარისი ხმები ყოფილიყო – თალაკვაძე პროპროციულზე

14 ნოემბერი, 2019 • 1104
ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ საკმარისი ხმები ყოფილიყო – თალაკვაძე პროპროციულზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, პარლამენტს მიეღო კანონპროექტი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ.

“ბატონი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა ამ ინიციატივით, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყოფილიყო ხმების საკმარისი მობილიზაცია უმრავლესობაში. როდესაც  ჩვენ გვქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ ამ ინიციატივას მხარი დავუჭირეთ.

ჩვენ შევძელით ამ გადაწყვეტილების მიღება. ამჯერად, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის თავმდჯომარემ უმრავლესობის ორი სხდომა ჩაატარა და მოუწოდა დეპუტატებს, რომ მხარი დაეჭირათ პროპორციული სისტემის გადაწყვეტილებისთვის, მიუხედავად ამისა, საკმარისი ხმების მობილიება ვერ მოხერხდა“, – ამბობს თალაკვაძე.

დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეოებისაგან თავი შეიკავა.

ვრცლად:

ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს – მიხეილ სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი