სააგენტო აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღის წინ სანდო წყაროებიდან მიღებული დოკუმენტაცია საშუალებას იძლევა დადგინდეს მთავარი მიზანი, მისი მასშტაბები, კონტურები, მონაწილეები, გამოყენებული მეთოდები და რესურსები იმ ფართომასშტაბიანი საქმიანობის, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება. 

 

“აშშ-ში ამ კამპანიის ორგანიზება დავალებული აქვს სტრუქტურას სახელწოდებით NED – National Endowment for Democracy, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. სწორედ ეს ტრუქტურა მნიშვნელოვან როლს თამაშობს აზერბაიჯანში “მეხუთე კოლონის” ფორმირებასა და არსებული ხელისუფლების დასამხობად გეგმების მომზადებაში. ამ მიზნებისთვის აზერბაიჯანელი “პარტნიორი” არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის სფეროსთვის მილიონობით დოლარია გადმორიცხული”, – წერს აპა. 

 

Haqqin.az-მა აშშ-ის საელჩოს კომენტარი სთხოვა ბრალდების თაობაზე, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ არის მიმართული.


“ეს მტკიცებები არის სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. აშშ-ის მხრიდან აზერბაიჯანის სუვერენიტეტის მრავალწლიანი მხარდაჭერა დადასტურებულია არა სიტყით, არამედ საქმით. ჩვენი საქმიანობა აჩვენებს, რომ აზერბაიჯანთან პარტნიორობით ჩვენი წვლილი შევიტანეთ ამ ქვეყნის უფრო სტაბილური, დემოკრატიული  და ნათელი მომავლისთვის”.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას 
   


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *