ახალი ამბები

კალაძემ აქციის მონაწილეებს შუათითი აჩვენა – ვიდეო

14 ნოემბერი, 2019 • 18524
კალაძემ აქციის მონაწილეებს შუათითი აჩვენა – ვიდეო

თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომას ესწრებოდა, გარეთ თავისი ავტომობილით გამოსვლისას აქციის მონაწილეებს შუათითი უჩვენა. აღნიშნული ფაქტი ტელეკომპანია “ფორმულამ” გადაიღო.

აქტივისტები “ქართული ოცნების” ოფისთან დილიდან იყვნენ შეკრებილები. ისინი მმართველი პარტიისგან დანაპირების შესრულებას ითხოვენ.

მმართველი პარტიის ოფისში დღეს, 14 ნოემბერს, 13 ნოემბრის შემდეგ უკვე მეორედ გაიმართა უმრავლესობის სხდომა. დეპუტატებმა პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად განიხილეს, დაუჭერენ თუ არა მხარს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ. თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. შესაბამისად, კანონპროექტის კენჭისყრა უკვე ორჯერ გადაიდო. შემდეგი კენჭისყრა სწორედ 14 ნოემბერს არის დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი