ახალი ამბები

როტაციაა, აქციას არ უკავშირდება – შსს სპეცრაზმის თბილისისკენ გადაადგილებაზე

14 ნოემბერი, 2019 • 1396
როტაციაა, აქციას არ უკავშირდება – შსს სპეცრაზმის თბილისისკენ გადაადგილებაზე

შსს აცხადებს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფები, რომლებიც დღეს შიდა ქართლიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებიან, როტაციას უკავშირდება და არა თბილისში დაგეგმილ აქციას.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ს პრესსამსახურში უთხრეს, ეს ჩვეულებრივი პროცედურაა.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტომანქანების გადაადგილების ამსახველი კადრები ოპოზიციონერმა აქტივისტმა, რუსკა მჭედლიძემ გაავრცელა ფეისბუკზე. როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა, ეს კადრები თბილისის შემოსასვლელთანაა გადაღებული.

როგორც ცნობილია, დღეს პარლამენტში უნდა გაიმართოს კენჭისყრა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი დაჰპირდა მოსახლეობას, თუმცა ახლა, როგორც ირკვევა, “ქართული ოცნების” ყველა დეპუტატი არ აპირებს მხარი დაუჭიროს ინიცირებულ კანონპროექტს. კენჭისყრის პროცესის პარალელურად თბილისში აქციაა დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი