ახალი ამბები

აქ რომ დგას ხალხი სასტვენებით, ზოგიერთი ჩვენი კოლეგის გაღიზიანება გამოიწვია – ვოლსკი

14 ნოემბერი, 2019 • 489
აქ რომ დგას ხალხი სასტვენებით, ზოგიერთი ჩვენი კოლეგის გაღიზიანება გამოიწვია – ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი თავისუფალ კენჭისყრაზე დააყენა. მისივე თქმით, შეხვედრაზე დაპირისპირება არ ყოფილა, მეტიც- საკმაოდ საქმიანი შეხვედრა იყო.

“რატომღაც მოველოდი, რომ დღევანდელი შეხვედრა სწრაფად დამთავრდებოდა. აქ რომ დგას ხალხი სასტვენებით… ამან დაბულინგების სახე მიიღო, რამაც ზოგიერთი ჩვენი კოლეგის გაღიზიანება გამოიწვია. ბევრი საკითხიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ იყოს თავისუფალ კენჭისყრა. არ ველოდები, რომ ჩავარდება. [შეხვედრაზე] ხმაური არ ყოფილა, საკმაოდ საქმიანი შეხვედრა იყო”, – აცხადებს ვოლსკი.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ორგზის გადადებული კენჭისყრა პარლამენტში დღეს, 14 ნოემბერს უნდა შედგეს.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენეს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ინიციატორ 93 დეპუტატს შორის თავადაც არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი