საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აზერბაიჯანის შესაბამის უწყებას ბაქოში ვიზიტით მყოფ ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და ექსტრადირებაზე ოფიციალურად მიმართა, თუმცა, უწყების ცნობითვე, აზერბაიჯანისგან ოფიციალური პასუხი ამ საკითხზე ჯერ არ მიუღიათ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის დედაქალაქში “ნიზამი განჯელის საერთაშორისო ცენტრისა” და მადრიდისკლუბის მიერ ორგანიზებულ ღია საზოგადოებათა მესამე გლობალურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს.
ვიზიტის ფარგლებში სააკაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსაც შეხვდა.

![]() |
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას |

