ახალი ამბები

ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა

14 ნოემბერი, 2019 • 811
ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დანიშნა. გახარიას თქმით, დაუშვილის ძირითადი ამოცანა “ბიზნესის მხარდაჭერა” იქნება.

“ამავდროულად, თითოეულ ბიზნესმენს, ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენლებს- მსხვილი ბიზნესი იქნება ეს, საშუალო თუ წვრილი – მინდა დავპირდე, რომ ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიხეილ დაუშვილთან მიტანილი, რამდენიმე წუთში იქნება პრემიერ-მინისტრის კაბინეტში მოხვედრილი”, -განაცხადა გახარიამ.

მიხეილ დაუშვილი 2019 წლის აგვისტოდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი იყო. 11 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან კალანდაძემ თანამდებობები დატოვეს.

ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენის პოსტს 2018 წლის იანვრიდან იკავებდა. მანამდე თბილისის მერის მოადგილე იყო. ბიზნესომბუდსმენის შესახებ კანონის თანახმად, ბიზნესომბუდსმენს თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი