ახალი ამბები

ღარიბაშვილი განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას დაჩქარებულ რეჟიმში ითხოვს

29 აპრილი, 2015 •
ღარიბაშვილი განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას დაჩქარებულ რეჟიმში ითხოვს

“ამ ობიექტური გარემოებების და მიზნების გათვალისწინებით, მე მინდა საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს მივმართო თხოვნით, რომ ამ სიტუაციის გათვალისწინებით მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოხდეს საქართველოს მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადება. თუ ეს შესაძლებელი გახდება, ამ კვირაშივე დასრულდეს  შესაბამისი კანონის დაცვით. პარლამენტი საქართველოს მთავრობას ხელახლა გამოუცხადებს ნდობას. პოლიტიკური გუნდი ჩვეულ ტემპში გააგრძელებს მუშაობას. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა და რეფორმები, რასაც 24-საათიანი მუშაობა სჭირდება. მე მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ყველა ცვლილება, რომელიც მთავრობაში ხორციელდება, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: დაჩქარდეს რეფორმები”, – განაცხადა პრემიერმა.


კონსტიტუციის იმ განმარტებით, რასაც მმართველი გუნდი მისდევს, პრემიერს უფლებამოისლება შეწყვეტილი არ აქვს და  მთავრობის ახალ შემადგენლობას თვითონ ადგენს, რის შემდეგაც პრეზიდენტს მიმართავს, რომელიც უკვე პარლამენტს წარუდგენს ნდობის მოსაპოვებლად.



მასალების გადაბეჭდვის წესი